გაზეთი Al-Quds Al-Arabi წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი ირანში ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერის გამო დააკავეს.
გაზეთის ინფორმაციით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის სანქციით იყო დაკავებული. ამის მიზეზად კი სახელდება მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებები ანტისამთავრობო აქციებზე.
როგორც გაზეთი Al-Quds Al-Arabi იუწყება, ყოფილმა პრეზიდენტმა ქალაქ ბუშერში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ზოგიერთი მოქმედი პოლიტიკოსი ხალხის პრობლემებისგან შორს იმყოფება და არაფერი იცის საზოგადოებაში არსებულ სიტუაციაზე“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ხალხი უკმაყოფილოა მოქმედი მთავრობით, რომელმაც რესურსებისა და ხელისუფლების მონოპოლიზება მოახდინა“.
კომენტარები