ინდიანას შტატში ამერიკელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 18 წლის მამაკაცი ავტობუსით ინდიანაპოლისიდან ნიუ იორკში ჩასვლას აპირებდა, საიდანაც მაროკოში გამგზავრებას და შემდეგ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.
სპეცოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილის ბინაც გაჩხრიკეს და დაადგინეს, რომ მას ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანება სურდა.
კომენტარები