დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში ვიზიტზე უარი თქვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტება საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ Twitter-ის საშუალებით გააკეთა. მისი თქმით, ის უკმაყოფილოა ობამას ადმინისტრაციის მიერ ლონდონის ცენტრში ამერიკის საელჩოს შენობის იაფად გაყიდვით და ასევე, ახალი საელჩოს მშენებლობის ხარჯებით.
“ეს არასარფიანი გარიგებაა. მათ უნდოდათ, რომ საელჩოს გახსნის ცერემონიაზე ლენტი გამეჭრა,” – წერს დონალდ ტრამპი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლონდონში თებერვლის ბოლოს ახალი საელჩოს გახსნას უნდა დასწრებოდა. ოფიციალურ ლონდონს ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
კომენტარები