3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის შედეგად უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნოვოლუგანსკზე სეპარატისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ასევე დაიჭრა 3 უკრაინელი ჯარისკაცი.
უკრაინულმა არმიამ პრო რუს მებრძოლებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ძალოვანი უწყების შეფასებით, ეს მიმდინარე წლის ყველაზე ინტენსიური შეტაკება იყო.
კომენტარები