ინდოეთის დასავლეთში ნავის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო ANI წერს.
ინციდენტი დღეს დილით მაჰარაშტრას შტატში, ქალაქ დაჰანუსთან მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის მომენტში ნავში სკოლის 40 მოსწავლე იმყოფებოდა, მათგან 25-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს ამ დრომდე ეძებენ.
კომენტარები