გერმანიაში საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. მათ ბრალად 59 წლის მამაკაცის მკვლელობა ედებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა. ისინი მოკლულის ოჯახის წევრებს იცნობდნენ. საქართველოს მოქალაქეს და მის მეუღლეს თავდაპირველად, სავარაუდოდ, მოკლულის ბინის გაქურდვა ჰქონდათ განზრახული. შემთხვევას შეესწრო მოხუცი ქალბატონიც, რომელიც გარდაცვლილის დედა აღმოჩნდა.
კომენტარები