რუსეთში, ულან-უდეს ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილების მსვლელობის დროს ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი კლასში შეიჭრა და იქ მყოფ მოსწავლეებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 მეშვიდეკლასელი და მასწავლებელი. სამი დაშავებულის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ამავე სკოლის მე-9 კლასელმა მოაწყო, დაკავების მცდელობისას მან თვითმკვლელობა სცადა და საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა.
კომენტარები