თურქეთმა სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციების დაბომბვა დაიწყო. სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ანკარამ ქურთი მებრძოლების განადგურების პირობა დადო და საზღვარზე მძიმე ტექნიკა გაგზავნა.
ასეთ ნაბიჯზე ერდოღანის ხელისუფლება მას შემდეგ წავიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი სირიისა და თურქეთის საზღვარზე “სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის” შექმნას გეგმავს. ახალ დანაყოფს კი, ქურთი მებრძოლებისგან დააკომპლექტებს.
აფრინში ოპერაციის დაწყებას აგრესიად აფასებენ ასადის ხელისუფლებაშიც. დამასკო თურქეთს სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდებით ემუქრება.
კომენტარები