თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.
მედიის ცნობით, თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფრინის რაიონიდან რუსი სამხედროების გაყვანის განკარგულება გასცა.
თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, განდევნოს აფრინიდან ქურთები, რომლებმაც აღნიშნული რაიონი 2012 წელს დაიკავეს.
თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქალაქ აფრინის რაიონში 10 ათასამდე ქურთი მებრძოლი იმყოფება.
კომენტარები