აშშ-ში, თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოქალაქეთა ზარებს აღარ პასუხობს. უწყებაში ავტომოპასუხეა ჩართული, რომელიც მოქალაქეებს ბიუჯეტის ჩაგდების გამო ფედერალური სამსახურების მუშაობის შეჩერების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ავტომოპასუხის ჩანაწერს პორტალი Mashabale ავრცელებს.
ავტომოპასუხის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ამის მიზეზად დემოკრატიული პარტიაა დასახელებული. „სამწუხაროდ, თქვენს ზარს ვერ ვუპასუხებთ, რადგან სენატში დემოკრატებმა მთავრობის დაფინანსების საკითხი მძევლად აიყვანეს, მათ შორის ჩვენი არმიის და ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსება. ამის მიზეზი კი მიგრაციის საკითხზე შეუთანხმებლობა გახდა,“- ამბობს ავტომოპასუხე.
კომენტარები