ბრიტანული როკჯგუფი Rolling Stones აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს შეწყვიტოს მისი მუსიკალური ჰიტების წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოყენება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„Rolling Stones-ს არასოდეს მიუცია ტრამპისთვის ნებართვა გამოეყენებინა როკჯგუფის სიმღერები. ამიტომაც მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს მათი გამოყენება“, – წერია ჯგუფის განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კომენტარები