შეერთებუილ შტატებში, კენტუკის შტატის ქალაქ ბენტონში, 15 წლის მოზარდმა საკუთარ სკოლაში ცეცხსასროლი იარაღი მიიტანა და ცეცხლი თანაკლასელებს გაუხსნა. სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 19 მოსწავლე, აქედან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციამ თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა. ამ დროისთვის სამართალდამცველები მოზარდის ვინაობასა და მოტივს არ ასაჯაროებენ.
კომენტარები