აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დავოსში მეუღლე, მელანია ტრამპი არ გაჰყვა.
ამან მედიაში გარკვეული კითხვები გააჩინა. აშშ-ის პირველი ლედის ოფისში ამ გადაწყვეტილების იმით ხსნიან, რომ მელანიას დროებითმა საორგანიზაციო პრობლემებმა შეუშალა ხელი.
მედიას ეს მიზეზი არადამაჯერებლად მიაჩნია, ვინაიდან მელანიას უარი, მედიაში დონალდ ტრამპსა და პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს შორის ურთიერთობაზე ცნობების გავრცელებას დაემთხვა.
არსებული ინფორმაციით პორნოვარსკვლავთან ტრამპის ურთიერთობა 2006 წელს დაიწყო, ანუ მალევე მას შემდეგ, რაც მელანიამ ვაჟი, ბერონ ტრამპი გააჩინა. დენიელსმა არჩევნებამდე ამ ისტორიის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალებას უამბო.
მედიის ცნობით, ტრამპის ადვოკატმა დუმილისთვის ქალს 130 ათასი დოლარი გადაუხადა. ქალმაც მოგვიანებით ინფორმაცია პრეზიდენტთან სერიოზულ ურთიერთობაზე უარყო და ყველას უამბო, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ 1 წელს გრძელდებოდა.