მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ნავალნი მოსკოვში მიმდინარე აქციაზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში აიყვანეს.
ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მომხრეებს ქუჩებში გასვლისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც რუსეთის ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ მას პრეზიდენტობის კანიდადატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
პოლიციამ საპროტესტო აქციების 90-მდე მონაწილე დააკავა.
კომენტარები