აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა დღეს სია გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის თითქმის ყველა თანამდებობის პირი და მსხვილი მეწარმეები არიან შესული. სიაში სულ 114 პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენია შეყვანილი.
მათ შორის არის რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. ასევე პუტინის ადმინისტრაციის წევრები: პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი და თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ფედერაციული საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და ენერგეტიკის მონისტრი ალექსანდრ ნოვაკი. სანქციები ემუქრება რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ბორტნიკოვს.
“ოლიგარქების სიის” ფიგურანტებს შორის არის ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კარიმოვი, “კასპერსკის ლაბორატორიის” შემქმნელი ევგენი კასპერსკი, გენადი ტიმჩენკო, ძმები როტენბერგები. ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, ასევე “ინტერ რაოს”, „რუსჰიდროს“, „როსატომის“ ხელმძღვანელები.