კუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს უფროსმა ვაჟმა, მეცნიერებათა დოქტორმა, 68 წლის ფიდელ ანხელ კასტრო დიას-ბალარტმა თავი მოიკლა.
მედიის ინფორმაციით, მას რამდენიმე თვის განმავლობაში მწვავე დეპრესია ჰქონდა.
კასტრო დეპრესიის გამწვავების გამო, საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი.
პროფესიით ფიზიკოსი, 68 წლის კასტრო დიას-ბალარტი სამეცნიერო საკითხებში კუბის სახელმწიფო საბჭოს მრჩეველი და კუბის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
კომენტარები