ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ლარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ბახტაძის თქმით, ლარის სიმყარე საქართველოს ეკონომიკის გამოწვევაა, რაც დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული.
“გვაქვს ძალიან სრულყოფილი და გრძელვადიანი გეგმა, რომ ვუპასუხო ამ გამოწვევას. თუ შეხედავთ მეზობელი ქვეყნების ეროვნულ ვალუტას, მაშინვე შეამჩნევთ, რომ ლარი ერთ-ერთი ყველაზე მყარი ვალუტაა რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს მეტი ინვესტიცია აშშ-დან და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ძალიან დიდი კორპორაციებიდან, რომ დაიწყონ მათი ბიზნესი საქართველოში. ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ფარავს ევროკავშირს, ჩინეთს სხვა ქვეყნებთან”, – თქვა ბახტაძემ.
კომენტარები