თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე 70 წლამდე ასაკის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ, კაცი სავარაუდოდ, სიცივისგან გაიყინა.
„კოლმეურნეობის მოედანზე, ამ წუთებში, სავარაუდოდ, სიცივისგან გაყინული კაცი იპოვეს. მისი ცხედარი ბავშვებმა აღმოაჩინეს და საპატრულო პოლიციას შეატყობინეს“, – წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქსელში.
კომენტარები