მუმბაიში ქირურქების ჯგუფმა ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შედეგადაც თავის ტვინიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის სიმსივნე ამოკვეთეს. მისი წონა 1,8 კილოგრამია. ინფორმაციას The Hindu ავრცელებს.
ოპერაცია 6 საათი გრძელდებოდა. ნეიროქირურგ ტრიმურტი ნადკარნის თქმით, სიმსივნე თავისი ზომით პაციენტის თავის ზომას აღემატებოდა.
პაციენტი 31 წლის სანტალ პალია. მან ავადმყოფობის შესახებ 3 წლის წინ შეიტყო. აქამდე ექიმები ვერ რისკავდნენ, ასეთი რთული ოპერაციისთვის ხელი მოეკიდათ.
ავადმყოფობის გამო პალმა მხედველობა დაკარგა. ექიმები იმედოვნებენ, რომ ოპერაციის შემდეგ მას შესაძლოა მხედველობა ისევ დაუბრუნდეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.
კომენტარები