სირიის აღმოსავლეთ გუთას რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაში ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნმა სარა სანდერსმა განაცხადა.
სარა სანდერსმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში აფერხებდა გაეროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის მიღებას, ახლა კი მის სრულ იგნორირებას ახდენს და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ანტი-ტერორისტული ოპერაციის საბაბით აგრძელებს.
პარალელურად, სირიის დედაქალაქის მახლობლად მდებარე რეგიონში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
კომენტარები