კიევის ცენტრში პეტრო პოროშენკოს კორტეჟის მანქანა პენსიონერს დაეჯახა.
შემთხვევა ქუჩის კამერებმა გადაიღეს და კადრებშიც ჩანს, როგორ ეჯახება პრეზიდენტის კორტეჟის მანქანა ფეხით მოსიარულეს გადასასვლელზე, სადაც მოძრაობას პატრული არეგულირებდა.
დაშავებული მოხუცი 88 წლისაა. ის რეანიმაციაში მოათავსეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.
კომენტარები