ავღანეთში თავდასხმის შედეგად 24 სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა ფარაჰის პროვინციაში მოხდა.
თალიბანის მებრძოლები ჯარისკაცებს იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ერთ-ერთ დასახლებაში ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდნენ.
მომხდარის შემდეგ ავღანეთის ავიაციამ მებრძოლების პოზიციებზე იერიში მიიტანა, რასაც 30-მდე მებრძოლი ემსხვერპლა.
კომენტარები