თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო გააკრიტიკა.
„როდესაც ასეთი რამ ხდება სირიაში, სად ხარ შენ, ნატო, რატომ არ იკავებ ჩვენს მხარეს? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატოვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას.
თურქეთის ლიდერის თქმით, ნატო-ს წევრმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონებში გააგზავნა, როდესაც მას ეს სთხოვეს, თუმცა სანაცვლოდ თურქეთს მხარდაჭერა არ მიუღია.
„ნატო-ს წევრი ქვეყნები თურქეთის მხარდაჭერას არ იჩენენ „ზეთისხილის ტოტის“ ოპერაციის ფარგლებში და უფრო მეტიც, ანკარას ქმედებებს სირიაში ეწინააღმდეგებიან“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
კომენტარები