თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა. თურქული ტელეკომპანია NTV-ს ცნობით, დაღუპულია 13 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 05:30 საათზე ჩორუმის პროვინციაში მოხდა. შეჯახების შედეგად ავტობუსს ცეცლხი გაუჩნდა და ის მთლიანად დაიწვა. დაშავებულია 15 ადამიანი. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები