აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ ყირიმში სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.
„ყირიმის მოსახლეობა „რეფერენდუმის“ დროს იძულებული იყო ხმა მიეცა შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების მეთვალყურეობის ქვეშ. რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინელებმა თავისუფალი არჩევანი გააკეთეს ამ ფიქციურ „რეფერენდუმში“, ყოველთვის აკლდა დამაჯერებლობა“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
კომენტარები