ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ რუსი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან რუსები დგანან.
„ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და ჩვენ საკმაოდ ღრმა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა. როგორც ჩანს, სკრიპალზე თავდასხმის უკან რუსები დგანან და ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ. ასე ვფიქრობ მეც და სხვებიც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
66 წლის სერგეი სკრიპალი, 33 წლის ქალიშვილთან ერთად, უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს.
კომენტარები