დასავლეთი ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობს.
პირველი მისალოცი წერილები პუტინმა ოკუპირებული რეგიონების დეფაქტო ლიდერებისგან, დსთ-ს, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებისგან მიიღო. მათ შორის არიან სომხეთი, ვენესუელა, ბოლივია, ბელარუსი, ტაჯიკეთი, ჩინეთი და სხვა. ანუ ის ქვეყნები, სადაც რუსეთის გავლენა საკმაოდ დიდია.
ევროპელ ლიდერებს კი გამარჯვება ვლადიმერ პუტინისთვის ჯერ არ მიულოცავთ.
კომენტარები