24 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ იწვიმებს, ზოგან ელჭექია მოსალოდნელი, მაღალმთაში მცირე თოვლი.
ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +15+20 გრადუსი იქნება, სანაპირო რაიონში, კერძოდ აჭარაში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა +20 +25 გრადუსამდე მოიმატოს.
25 მარტს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, თუმცა ჰაერის ტემპერატურა არ დაიკლებს.
რაც შეეხება თბილისს, აქ დღეს შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ასევე, 24 მარტს დღის ბოლოს და 25 მარტს დღის პირველ ნახევარში. 25 მარტს დღის მეორე ნახევარში დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
ჰაერის ტემპერატურა დღეს +16+19 გრადუსია, 23 – 25 მარტის შუალედში კი, +14+16 გრადუსია მოსალოდნელი.
კომენტარები