იტალიის პარლამენტის ზედა პალატის – სენატის თავმჯდომარედ მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატი აირჩიეს. იგი პირველი ქალია იტალიის ისტორიაში, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს. სენატის თავმჯდომარე, კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის მეორე პირია პრეზიდენტის შემდეგ.
მისი არჩევა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც შედგა შეთანხმება მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციასა და “მეძრაობა 5 ვარსკვლავს” შორის, რომელმაც 4 მარტის არჩევნებში პარტიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე შეთანხმების თანახმად, ქვედა პალატას “5 ვარსკვლავის” წარმომადგენელი რობერტო ფიკო ჩაუდგა სათავეში.
კომენტარები