ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ უშვებს სპილო ხორთუმიდან კვამლს.
ვიდეო ინდოეთის ერთ-ერთ ტყეში ველური ბუნების დაცვის საზოგადოების (WCS) მკვლევარებმა გადაიღეს.
აღმოჩნდა, რომ სპილო ნახშირს მიირთმევდა და ამავე დროს, ხორთუმიდან არა კვამლს, არამედ ნაცარს უშვებდა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
საბოლოოდ, გაირკვა, რომ ის თვითმკურნალობით იყო დაკავებული.
ცნობილია, რომ ცხოველები ხშირად მიირთმევენ მათი სახეობისთვის უჩვეულო ნივთებსა თუ მცენარეებს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ძაღლი ბალახს ჭამს. ამ დროს ის ცდილობს, უმკურნალოს საკუთარ თავს ბუნებრივი საშუალებებით.
იმედინიუსი
კომენტარები