ლისის ტბაზე მასობრივი ქაოტური მშენებლობების გამო, თბილისის მერია ყველა მშენებლობას შეაჩერებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ლისის ტბაზე შეინიშნება ქაოტური განაშენიანების ნიშნები. ზოგს 1 სართულიანი სახლების აშენება უნდა, ზოგს კი 8 სართულიანის, ეს არის ქაოტური განაშენიანება, რომელიც ჩვენ უნდა შევაჩეროთ, რადგან ლისის ტბა თავისი რეკრეაციული ზონებითა და ადგილებით ქალაქში არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები