გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქუთათელის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ.
რეპორტაჟში ნათქვამია, – რომ გარკვეულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი ხელმეორედ იგება, რაც არის მცდარი ინფორმაცია. გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ქუთათელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული არ არის. კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ჯეროვნად და თანმიმდევრულად ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულებამდე, კონტრაქტორი კომპანია ყოველგვარი დამატებითი ხარჯების გარეშე, ახდენს გარკვეულ კორექტირებას. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისის მერიაში.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ქუთათელის ქუჩაზე, 2500 კვ.მეტრზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
კომენტარები