ექსპერტი ნიკა ქობულაძე პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, არჩევნებამდე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს, პრაქტიკულად, აღარაფერი ეშველება.
“არსებობს ეჭვი, რომლის დაჯერება დიდად არ მინდა, თუმცა ამ ეჭვის საფუძველი ხშირად რეალურია. საუბარი მაქვს იმ ეჭვზე, რომელიც ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა ადამიანებს ბურჭულაძის ახლად გამომცხვარი პარტიის მიმართ, პარტია „ნაცების“ სატელიტური ორგანოაო. ჯერ ერთი, ის იმეორებს ‘ნაცების“ მესიჯბოქსებს, მეორე – პარტიაში აქტიურად ჩნდებიან სხვადასხვა ცნობილი ტიპები (რუხაძე), რომლებიც სხვა ცნობილ სატელიტის („ქრისტიან-დემოკრატები“) წევრები იყვნენ.
მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ბურჭულაძის და სხვა პარტიების განცხადებებისა, ვიზალიბერალიზაცია ოცნების, ან სხვა ხელისუფლებებზე ნაკლებად არის დამოკიდებული, მეტიც, ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, ახლა ჯერი უკვე დიდ ქვეყნებზე და კონიუნქტურაზეა”,– წერს სოციალურ ქსელში ნიკა ქობულაშვილი.
მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერების, პაატა ბურჭულაძისა და გიორგი რუხაძის განცხადებით, არჩევნებამდე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს, პრაქტიკულად, აღარაფერი ეშველება.
არსებობს ეჭვი, რომლის დაჯერება დიდად არ მინდა – ნიკა ქობულაძე პაატა ბურჭულაძის პარტიაზე
2016/06/28 20:08:11
ნანახია: 2850 ჯერ