გიორგი ვაშაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. საგანგებო ბრიფინგზე ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.
როგორც გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, “ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტია შესაძლოა დატოვონ სხვა წევრებმა, მათ შორის კანდელაკმა, მინაშვილმა და თაქთაქიშვილმა, სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი რჩებიან პარტიაში და აგრძელებენ ბრძოლას”, – აცხადებენ პარტიაში.
“რეზონანსი” აქვეყნებს, ჯერჯერობით არასაბოლოო, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” პირველი ათეულის სავარაუდო სიას:
1. დავით ბაქრაძე
2. რომან გოცირიძე
3. გიორგი ქადაგიძე
4. ელენე ხოშტარია
5. სალომე სამადაშვილი
6. გიორგი კანდელაკი;
7. ზაზა ბიბილაშვილი
8. ნიკა მელია
9. ირაკლი აბესაძე
10. ოთო კახიძე