თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას ოჯახთან ერთად დაესწრო.
კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს, ყველა მართლმადიდებელს. მინდა ასევე მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ქრისტე აღდგა! ჩემო ძმებო, დებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მინდა ვისურვო, რომ ყოველი დილა, ყოველი დღე , რომელიც გვითენდება იყოს სიყვარულით, სიკეთით, ბედნიერებით და წარმატებებით გაჯერებული”,- ნათქვამია კახა კალაძის მისალოცში.
კომენტარები