საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს რამდენიმე წუთით გამოასწრო. ზურაბ აბაშიძე სტამბოლი-თბილისის რეისით საქართველოში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა.
როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ათათურქის აეროპორტში გამოფრენამდე მშვიდი ვითარება იყო და მათ ტერაქტის შესახებ ჩამოფრენისას შეიტყვეს.
„თბილისში რომ ჩამოვფრინდი, მერე გავიგე, დამირეკეს. ჩვენი თვითმფრინავი რომ გამოფრინდა, ტერაქტი რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან უცხოელები, ასევე ბავშვები.
ზურაბ აბაშიძემ სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს რამდენიმე წუთით გამოასწრო
2016/06/29 10:19:23
ნანახია: 1651 ჯერ