საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი, სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ქართველი კინომსახიობის – ლეილა აბაშიძის გარდაცვალების შესახებ სტატუსს აქვეყნებს:
“⚫️
⚫️
⚫️ ლეილა აბაშიძემ დაგვტოვა…
ღმერთმა, სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს…”
მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ, – წერს 1tv.
ლეილა აბაშიძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხეჩინაშვილის საავადმყოფოში 14 თებერვალს მოათავსეს.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.
კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო. შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. არის მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია 1958 წლიდან
