საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი მსახიობის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი ხალხის უსაყვარლესი მსახიობის გარდაცვალების გამო. ლეილა აბაშიძის კინოროლები დაუვიწყარია, მან არაერთი თვალსაჩინო სახე შექმნა, მაყურებლის უდიდესი სიყვარული კი მსახიობის შემოქმედების ნათელი აღიარებაა. ლეილა აბაშიძის შემოქმედება სამუდამოდ ეკუთვნის ქართველ ხალხს.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ლეილა აბაშიძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.
კომენტარები