ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპული 5 მეშახტე დღეს დაკრძალეს, მეექვსეს კი ხუთშაბათს დაკრძალავენ.
მანამდე, დაღუპული მეშახტეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს.
ამასთან, ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებლმა და “საქნახშირი ჯი აი ჯის” მფლობელმა დავით ბეჟუაშვილმა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაღუპულ მეშახტეთა ოჯახებს მიუსამძიმრა. მან მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა მომხდარის შესახებ.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.
კომენტარები