საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალჟირში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ ალჟირში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო. ვლოცულობთ გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისთვის“, – წერს მარგველაშვილი Twitter-ში.
შეგახსენებთ, რომ ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 257 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები