„ფრიდომ ჰაუსმა” მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა” – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.
„ფრიდომ ჰაუსმა” მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა. მესმის რომ ეს გამოწვეულია იმ საინფორმაციო წყაროებით რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს, ესენი არიან არასამთავრობო რომლებიც დაინტერესებული იყვნენ, რომ ტყუილი ეთქვა „ფრიდომ ჰაუსისთვის” იმ მედია გარემოს შესახებ რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ასეთი ლიბერალურია. იმედია “ფრიდომ ჰაუსი” დაფიქრება და კითხვებს დასვამს რატომ არის ეს დასკვნა არარეალური. იქ ძალიან დიდი ცდომილებებია , მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში. წერენ, რომ შეწყვიტეთ პარლამენტის სხდომების ტრანსლირება რაც არ არის სიმართლე და არ ეპატიება ასეთი დონის ორგანიზაციას, იმედია ის დაინტერესდება და გადაამოწმებს ამ ინფორმაციებს”-, განაცხადა კვირის ინტერვიუში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.
.