ჩიორა თაქთაქიშვილი ირაკლი ალასანიას აკრიტიკებს.
“რა თქმა უნდა, კაბელების საქმე არის პოლიტიკური საქმე და ამ ქვეყანაში არავინ უნდა იჯდეს ციხეში შეთითხნილი ბრალდებებით! და მალე ეს ასეც იქნება! თუმცა ვერაფრით ვხვდები, ალასანია რა უფლებით უწოდებს ”ჯარისკაცებს” თავდაცვის სამინისტროში თავისივე დანიშნულ შესყიდვის განყოფილების მოხელეებს და მათი ამ ნიშნით შეწყალებას მოითხოვს მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის ნამდვილი ჯარისკაცები სწორედ ალასანიამ დააჭერინა და ციხეში გამოკეტა!! რომან შამათავას, ალეკო გორგაძის, ზურა შამათავას, ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის, ნიკა ძიმცეიშვილის, რეზო ჭარბაძის, მერაბ კიკაბიძის და კიდევ ბევრი ამ ქვეყნისთვის სისხლდაღვილი ადამიანის და ქართული ჯარის შემქმნელის პოლიტიკური დევნა პირადად ირაკლი ალასანიას კისერზეა! და სანამ სიტყვა ”ჯარისკაცს” ახსენებთ, ბატონო ირაკლი და მათ მიმართ პოლიტიკურ დევნას, აი, ამ ხალხის პოლიტიკურ დევნაში თქვენს პირად როლზეც დაფიქრდით და ბოდიში მაინც მოიხადეთ!!
თავისუფლება ამ ქვეყნის ყველა ნამდვილ ჯარისკაცს და გულშემატკივარს!”წერს თაქთაქიშვილი.