საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, ფინანსათა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიცატივას, ბანკებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პოსტი გამოაქვეყნა:
“მამუკა ბახტაძე საზოგადოებისთვის ყველაზე საჭირო თემას შეეხო, რაც მისასალმებელია.
ფინანსთა მინისტრის ღია პოზიცია, რომ დაგეგმილი რეფორმები საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარლამენტში ოპოზიციასთან განიხილოს – ამ რეფორმებს მეტ მხარდაჭერას მოუტანს.
ახალი, უფრო სამართლიანი თამაშის წესები აუცილებელია – დროა, ბანკებმა უფრო ძლიერად დაუჭირონ მხარი ინკლუზიურ ეკონომიკას და სიღარიბის დაძლევას.“,-წერს ენუქიძე
კომენტარები