მართალია, “დეტროიტ პისტონსი” პლეი ოფის პირველივე წრეში დამარცხდა, მაგრამსტენ ვან განდის გუნდის გამოსვლას წარმატებული ეთქმის, რადგან გუნდი პლეი ოფში ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მოხვდა. “დეტროიტით” კი იმიტომ დავინტერესდით, რომ bleacherreport.com-ის ინფორმაციით, ზაფხულში გუნდი თავისუფალ აგენტებში გამთამაშებელსა და ცენტრს ეძებს.
“დეტროიტს” ანდრე დრამონდის კარგი შემცვლელი სჭირდება, რადგან ამ როლს არონ ბეინესი თავს კარგად ვერ ართმევს.
“თავისუფალ აგენტებში ვარსკვლავებს “დეტროიტი” ალბათ, ვერ შეწვდება, მაგრამ დაახლოებით 10 მილიონ დოლარად შესაძლებელია ზაზა ფაჩულიას აყვანა”, – წერს საიტი.
ზაზა ფაჩულიას ალტერნატივად კი საიტი ბისმარკ ბიომბოსა და ტიმოფეი მოზგოვსსახავს.
კომენტარები