სასჯელაღსრულების მინისტრის გადაწყვეტილება, შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედროდა პრეზიდენტს, არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.
„მადლობა უნდა გადავუხადო მას ამ ინიციატივისთვის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და მათი უფლებების უკეთეს დაცვას, ამ მხრივ გამართული ნებისმიერი შეხვედრა არის გამართლებული. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტეს ახლა შეხვედრა, ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს იმას, რომ ადგილი აქვს მთელ რიგ არასწორ გადაწყვეტილებებს და ხარვეზებს და, შესაბამისად, მათაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს საკითხის დახვეწა და ალბათ ადრეც უნდა ეფიქრა ადმინისტრაციას. რაც შეეხება კონკრეტულ შეწყალებებს, ამაზე საზოგადოებას აქვს შეკითხვები, როდესაც ხდება ნარკორეალიზატორის და მოძალადის შეწყალება. შეწყალებაზე არავინ დავობს, შეწყალება თავისი ბუნებით არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ხდებოდეს და ეს არ უნდა დავაკნინოთ“, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილი – სასჯელაღსრულების მინისტრის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი
2018/04/19 19:40:08

ნანახია: 870 ჯერ