ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა ტელეკომპანია “იმედის“ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაბარებას, მის პარტიულ საქმიანობას უკავშირებს. ზოდელავა ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
სააკაშვილის მთავრობის მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ტელეიმედის საქმესთან შეხება არ ჰქონია. ზოდელავა პროკურატურაში ხვალ, პირველი საათისთვის, მოწმის სახითაა დაბარებული.
საქმე ეხება ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია ,,იმედის“ სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების უკანონო შეჩერებისა და ტელეკომპანიის წილების იძულებით დათმობის დანაშაულებრივ ფაქტებს.
კომენტარები