ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო რთული ვითარებაა თბილისის ქუჩებსა და მაგისტრალებზე. წვიმისგან მოვარდნილმა ნიაღვარმა ავტომანქანების გადაადგილება გააძნელა. სარდაფები დაიტბორა, ძლიერმა ქარმა კი რამდენიმე ხე მოგლიჯა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შექმნილი მდგომარეობის გამო მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
კომენტარები