ხვალ კახეთში მარათონი -,,მსოფლიო რბენა” გაიმართება, რის გამოც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან – „მსოფლიო რბენა“ – დაკავშირებით, მიმდინარე წლის 6 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება. ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე – გურჯაანი-აფენი-კაბალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო”, -აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.