სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ლიტურგია აღავლინა და მრევლს გიორგობა მიულოცა.
„გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. დღეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის. დალოცვილი და გახარებული იყავით. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა“ – მიმართა პატრიარქმა მრევლს.
ეკლესია წმინდა გიორგის დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავს. 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეა. ამ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
კომენტარები