ძიუდოისტები და გულშემატკივრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – ქევხიშვილის გადადგომა!
“თუ მოვა და დაგველაპარაკება, დაველაპარაკებით, თუმცა რა მოსვლა უნდა ან რა ლაპარაკი, როცა ამდენი ადამიანი ითხოვს მის გადადგომას, უნდა გადადგეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქევხიშვილმა დატოვოს თანამდებობა”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.
აქცია 12:00 საათზე ძიუდოს ფედერაციასთან, ბელიაშვილის #5-ში გაიმართება.
კომენტარები